ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობა იყო ის მთავარი თემა, რომელიც საქართველოს პირველმა დიპლომატმა ევროსაბჭოში გამართულ ყველა შეხვედრაზე დააყენა.
საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში მყოფი მედიკოსის საქმეზე ჟურნალისტებმა რუსული დელეგაციის წევრსაც ჰკითხეს, თუმცა პიოტრ ტოლსტოიმ მედია დე-ფაქტო რეჟიმთან გადაამისამართა და ხაზი გაუსვა, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს ნაწილი აღარასდროს იქნება. დუმის დეპუტატის ეს განცხადება ევროსაბჭოშივე მკაცრად დაგმეს საქართველოს ევროპელმა პერტნიორებმა.
სალომე ქოქიაშვილი განაგრძობს საუბარს სტრასბურგიდან.