განცხადება „ქართულ ოცნებაში“

„ქართულმა ოცნებამ“ სხვადასხვა არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების საქმიანობის შესახებ კვლევა წარადგინა. დოკუმენტის მიხედვით, ვინც ეწინააღმდეგება „გამჭვირვალობის კანონის“ მიღებას, მათი მუშაობა ბუნდოვანია და ანგარიშგებას არ ახდენენ საზოგადოების წინაშე. კვლევის შედეგები რამდენიმე კომპონენტს მოიცავს. მათ შორისაა გრანტებისა და პროექტების შესახებ ცნობები, ვებგვერდი და ინფორმაცია დონორებზე. ჯამში 474 ორგანიზაციიდან 241-ს არ აქვს საკუთარი ვებგვერდი. 89%-ს არ აქვს პროექტებზე მონაცემები წარმოდგენილი. 97%-ს კი არ აქვს გამოქვეყნებული წლიური ანგარიში. კვლევის მიხედვით, ამ 474 ორგანიზაციიდან მხოლოდ რვას აქვს ყველა კომპონენტთან დაკავშირებით მონაცემი გასაჯაროებული.

 

დეტალებით თათია მაყაშვილი.