„ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გიგი წერეთელი მმართველ გუნდს თერჯოლაში წინასაარჩევნოდ ზეწოლასა და დევნაში ადანაშაულებს. მისი თქმით, მას შემდეგ რაც მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელმა, რუსუდან კოვზირიძემ ოპოზიციურ პარტიასთან თანამშრომლობა გადაწყვიტა, მასზე პოლიტიკური შტურმი ამოქმედდა.
გიგი წერეთლის განცხადებით, რუსუდან კოვზირიძეს ჯერ ოპოზიციასთან კავშირის გაწყვეტა ურჩიეს, შემდეგ კი იზოლაციის წესის დარღვევისთვის უსაფუძვლოდ დააჯარიმეს, მიუხედავად იმისა, რომ მისი ტესტის პასუხი უარყოფითი იყო.