განცხადება „ნაციონალურ მოძრაობაში“

პლატფორმა „ერთიანობის“ ერთ-ერთი ლიდერი, თამარ კორძაია ახალგაზრდებს შეხვდა და არჩევნებში მათი ჩართულობის აუცილებლობაზე ესაუბრა. მან ასევე მიმართა ემიგრანტებს და მოუწოდა, პერიოდულად გადაამოწმონ საკუთარი თავის ცესკო-ს საიტზე ამომრჩეველთა ერთიან სიაში. კორძაიას განცხადებით, თუ ისინი სიაში არ იქნებიან, ხმის მიცემას, მხოლოდ საკონსულოში რეგისტრაციის მეშვეობით ვერ შეძლებენ. მისივე ინფორმაციით, პლატფორმა მოხალისეების მობილიზაციას იწყებს, რომლებიც არჩევნების დღეს უბნებში დამკვირვებლებად იქნებიან. სარეგისტრაციო ფორმებს კი ოპოზიცია სოციალურ ქსელებში განათავსებს.