განცხადება „ლეიბორისტული პარტიაში“

მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდომას და ვადამდელი არჩევნების ჩატარების საკითხის გადაწყვეტას ითხოვს „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი. შალვა ნათელაშვილმა ამის შესახებ ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. მისი თქმით, ახლა მნიშვნელოვანია გატარდეს ძირეული საარჩევნო რეფორმა, ჩატარდეს ხელახალი საპარლამენტო არჩევნები, მანამდე კი, ქვეყანაში დაინიშნოს ტექნიკური მთავრობა.

მოამბე