სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტი“ განათლების საერთაშორისო გამოფენას მასპინძლობს. მასში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია, ვინც საზღვარგარეთ სწავლით, სტიპენდიებითა და სტაჟირებით არის დაინტერესებული. გამოფენაზე წარმოდგენილია კერძო და სახელმწიფო სასწავლებლები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. დაინტერესებულ პირებს ეძლევათ შესაძლებლობა პირისპირ გაესაუბრონ უნივერსიტეტების, საელჩოების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია მათთვის საინტერესო ყველა კითხვაზე.