ბავშვებს, რომლებსაც ექვსი წელი პირველ ოქტომბრამდე შეუსრულდებათ, პირველ კლასში ჩარიცხვას და სწავლას შეძლებენ. შესაბამის კანონპროექტს განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი დაჩქარებული წესით განიხილავს. პირველ ეტაპზე ცვლილება 2 500 ბავშვს შეეხება.
გიორგი ამილახვარის ინფორმაციით, კომიტეტი ორ თემატურ მოკვლევას ჩაატარებს. ერთი გრიფირებულ სასკოლო სახელმძღვანელოებს შეეხება, მეორე კი ეთნიკური უმცირესობებისთვის ქართული ენის შესწავლას.