თბილისის საკრებულოში განათლების ცენტრის 2022 წლის საქმიანობის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. ცენტრმა წარადგინა 2014-2022 წლებში განხორციელებული პროგრამების ანგარიში. ცენტრი ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით 2014 წელს დაარსდა და დაფუძნების დღიდან გაცემულია 1200-ზე მეტი სტიპენდია. ცენტრი ამჟამად 16 სასტიპენდიო პროგრამას ახორციელებს, სტუდენტები სწავლას მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში განაგრძობენ.