გორის რაიონულმა სასამართლომ 7 თვის ჩვილის მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვანი დედის მიმართ განაჩენი გამოაცხადა. სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახედ 8 წლით ვადით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. საბოლოო სასჯელი კი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად 6 წლით განისაზღვრა. მოკლული ბავშვის მამის ნათესავები სასჯელის უმაღლეს ზომას მოითხოვდნენ.
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანში, 7 თვის ბავშვის მკვლელობის ბრალდებით ჩვილის არასრულწლოვანი დედა პოლიციამ 21 მაისს დააკავა.