ყინწვისის საქმე - შეცვლილი განაჩენი

წაუყენებენ თუ არა ბრალს იმ სამართალდამცველებს, რომლებიც ე.წ. ყინწვისის საქმეში მონაწილეობდნენ. როგორც ცნობილია, საქმეზე გამოტანილი განაჩენი ახალი გარემოებების გამო შეიცვალა – დაზარალებულად ცნეს ის პირები, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს სახელმწიფოს დამხობის მცდელობაში იყვნენ ბრალდებულები და რომელთა წამების ფაქტები დადასტურებულია. მიუხედავად ამისა, ამ დრომდე პასუხისგებაში მიცემული არავინაა. ძიება გრძელდება იმ პირთა მიმართ, ვინც წამებაში მონაწილეობდა და საქმე გააყალბა.

26 მაისს, ყინწვისში ჩატარებული სპეცოპერაციისას 24 ადამიანი დააკავეს, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ კი, მათ პოლიტპატიმრის სტატუსი მიენიჭათ. „მოამბის“ რეპორტაჟში ნახავთ, რა იყო ის ახლადაღმოჩენილი გარემოებები, რის საფუძველზეც სასამართლომ 11 წლის წინ სპეცოპერაციისას დაკავებული პირები გაამართლა – ექსკლუზიური ინტერვიუ სასწრაფო დახმარების ექიმთან, ბელა ზაქაიძის რეპორტაჟში.

მოამბე