„პანდემია – შესაძლებლობა თუ გამოწვევა აგროსექტორისთვის“, – საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ორგანიზებით, სოფელ უდაბნოში პანელური დისკუსია გაიმართა.
შეხვედრას მთავრობის, საკანონმდებლო ორგანოს, სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატიური კორპუსის, აგროტურისტული ობიექტებისა და დონორი ორგანიზაციის წარმომადგენლები დაესწრნენ. გაიმართა აგროტურისტული ონლაინ-პლატფორმის პრეზენტაცია, რომელიც საქართველოს ფერმერთა ასოციაციამ შექმნა და ერთ სივრცეში საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის აგროტურისტული ობიექტები გააერთიანა.