გამოთხოვება ოთარ იოსელიანთან

ოთარ იოსელიანს დღეს ვაკის სასაფლაოზე დაკრძალავენ. ქართველი კინორეჟისორი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე და სახალხო არტისტი, 89 წლის ასაკში გარდაიცვალა. ოთარ იოსელიანი 1956 წლიდან მუშაობდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში“, 1980 წლიდან კი, საფრანგეთში. გადაიღო მოკლემეტრაჟიანი ფილმები: „აკვარელი“, „აპრილი“, ასევე მხატვრული ფილმები: „გიორგობის თვე“, რომლისთვისაც მან კანის კინოფესტივალის სპეციალური კინოპრესის ჯილდო და ჟორჟ სადულის პრიზი დაიმსახურა საუკეთესო სადებიუტო ნამუშევრისთვის. „მთვარის ფავორიტებმა“ კი ვენეციის კინოფესტივალის ჟიურის სპეციალური პრიზი მიიღო. 2010 წლის კანის კინოფესტივალზე, არასაკონკურსო ჩვენებაში წარმოდგენილი იყო ქართველი რეჟისორის ფილმი „შანტრაპა“.