„გიორგობისთვე - მესამე კატეგორია“
27 მეღვინის სასამართლო პროცესი და თბილისში ჩამოსული ლეონიდ ბრეჟნევის ზედმეტი კოცნა, სრულიად საკმარისი არგუმენტი ხდება რეჟისორ ოთარ იოსელიანის, ცენტრალური კომიტეტის მდივნის ვასილ მჟავანაძის კაბინეტში გამოძახებისა და მისი ახალი ფილმის “გიორგობისთვის” ეკრანიდან მოხსნისა.
დოკუმენტური ფილმი “გიორგობისთვე – მესამე კატეგორია”, სწორედ ამ ფილმის აკრძალვის ისტორიაზე და 60-იანი წლების ბოლოს, საქართველოს პარტიულ ელიტაში მიმდინარე სახელისუფლებო ბრძოლის საკვანძო მომენტებზე გვიამბობს.
სცენარის ავტორი: ზაზა ჯღარკავა, რეჟისორი: ლევან ადამია