გამოსამშვიდობებელი შეხვედრა მარკ კლეიტონთან

საქართველოს პრემიერი დიდი ბრიტანეთის ელჩს, მარკ კლეიტონს შეხვდა, რომელიც საქართველოში დიპლომატიურ მისიას ასრულებს. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გამოსამშვიდობებელ შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიულ პარტნიორობას, ასევე აღინიშნა გაერთიანებული სამეფოს მნიშვნელოვანი წვლილი საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერების პროცესში. ირაკლი კობახიძემ დიპლომატს საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.