20-ზე მეტი გამომცემელი გამოცემა „დედაენას”, კონკურსის წესის გვერდის ავლით, გრიფის მინიჭების გარეშე, დაწყებით კლასებში სახელმძღვანელოების შეტანის მცდელობაში ადანაშაულებს. გამომცემლების ინფორმაციით, „საინიციატივო ჯგუფი იაკობ გოგებაშვილის საზოგადოებაც” კონკრეტულ გამომცემელს ლობირებს, რაც გამომცემლების განცხადებით, მათ არათანაბარ პირობებში აყენებთ.
მათივე თქმით, გამომცემლობა „დედაენამ” ვერ გაიარა გრიფირების კონკურსი და ახლა კონკურსის გვერდის ავლით სურთ, მიაღწიონ მიზანს. გამომცემლების თქმით, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში და კომიტეტის წევრი ზაზა გაბუნია დღევანდელ კომიტეტზე საკანონმდებლო ინიციატივას წარმოადგენენ, რაც გამომცემლების განცხადებით, ერთი კონკრეტული გამომცემლის ინტერესების დაცვას ითვალისწინებს.