გამოკითხვა უსაფრთხოების სამსახურში

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში რასობრივი დისკრიმინაციის და ეთნიკური შუღლის გაღვივების საქმეზე გამოკითხვები გრძელდება.

დღეს უწყების კითხვებს გარდაბნის მკვიდრმა, სამოქალაქო აქტივისტმა, ქანან ბაბაევმა უპასუხა. გამოძების ინტერესებიდან გამომდინარე ბაბაევმა გამოკითხვის დეტალებზე არ ისაუბრა, თუმცა უწყებაში შესვლამდე თქვა, რომ სავარაუდოდ მისი გამოკითხვა სოციალურ ქსელში მის აქტიურობას უკავშირდებოდა. გამოძიებასთან დაკავშირებით, ინფორმაცია სუს-ის „ფეისბუქის“ გვერდზე ჯერ კიდევ 30 მაისს გავრცელდა. განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ დეპარტამენტი ფლობდა ოპერატიულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც საქართველოში არსებობდნენ ჯგუფები და მოქალაქეები, რომლებიც ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონში ეთნიკურ ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის შუღლის გაღვივებას ცდილობდნენ. ამ საკითხზე დაკითხვაზე უკვე იმყოფებოდა რამდენიმე სამოქალაქო აქტივისტი.