რა ეტაპზეა ფარული თვალთვალის ამსახველი ფაილების საქმე და რა ინფორმაცია მიაწოდეს გამოკითხულმა პირებმა გამოძიებას. მეორე დღეა მედიის წარმომადგენლები იკითხებიან. ამ წუთებში, უწყებაში ტელეკომპანია „ფორმულას“ პროდიუსერი, ნანა ინწკირველი იმყოფება. მანამდე კი, გამოძიების შეკითხვებს ელისო კილაძემ და მიშა მშვილდაძემ უპასუხეს.