ახალქალაქში მომხდარ ინციდენტს პოლიტიკოსები აფასებენ.
გაერთიანებული ოპოზიციისა და „ევროპული საქართველოს“ წევრების განცხადებით, ხელისუფლება არჩევნების მეორე ტურის ჩატარებას დაშინების ფონზე ცდილობს.
ფაქტის გამოძიებას ითხოვს პრეზიდენტის ადმინისტრაცია. განცხადება დღეს ანა ნაცვლიშვილმა გააკეთა.
მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება შსს-მ უკვე დაიწყო.
„ქართული ოცნების“ წევრები „ნაციონალურ მოძრაობას“ წინასაარჩევნოდ დაძაბულობის მცდელობაში ადანაშაულებენ.