„გამოხატვის თავისუფლებისა და მედიის მხარდაჭერა საქართველოში“

„გამოხატვის თავისუფლებისა და მედიის მხარდაჭერა საქართველოში“-  ევროპის საბჭომ ახალი, ორწლიანი პროექტის პრეზენტაცია გამართა. პროექტი სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს და მიზნად ისახავს ევროპული სტანდარტების შესაბამისად, საქართველოში მედიაგარემოს გაუმჯობესებას. მედიის რეგულირებისა და თვითრეგულირების პრაქტიკის დანერგვა, ჟურნალისტების უსაფრთხოების კუთხით არსებული კანონმდებლობისა და პრაქტიკის ევროპის საბჭოს სტანდარტებთან დაახლოება და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საკითხში ევროპის საბჭოს სტანდარტების დაცვა, – ევროპის საბჭოს დაფინანსებულ პროექტში აქცენტი ამ საკითხებზე კეთდება. მედიის რეფორმის კუთხით ორწლიანი პროექტი ევროპის საბჭოს მიერ საქართველოსთვის შემუშავებულ 2024-2027 წლების სამოქმედო გეგმასთან და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის ფარგლებში გაწერილ პრიორიტეტებთან თანხვედრაშია.