ყველაფერი, რაც სოხუმს უკავშირდება: ეროვნული არქივის საგამოფენო სივრცე ოკუპირებული ქალაქის ისტორიას აცოცხლებს. დოკუმენტური და ფოტო-მასალები, პუბლიკაციები, პირადი მოგონებები, უნიკალური ნივთები, ქალაქში გამართული მნიშვნელოვანი ღონისძიებების ამსახველი ჩანაწერები – საექსპოზიციო მასალები მრავალფეროვანია.
გამოფენა მეცხრამეტე-მეოცე საუკუნის სოხუმთან ერთად დამთვალიერებელს იმ ადამიანებსაც აცნობს, ვინც ქალაქის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანა.
ეროვნული არქივის საგამოფენო სივრცეში ექსპოზიცია წლის ბოლომდე იქნება წარმოდგენილი.