თბილისის საკრებულოში, განათლებისა და კულტურის კომისიის ორგანიზებით, კორონავირუსის პერიოდში შექმნილი ნამუშევრების გამოფენა – „დარჩი კრეატიული“ გაიმართა.
პროექტის ფარგლებში, საკრებულოს თამარ მეფის სახელობის დარბაზში სახვითი და ფოტოხელოვნების 70-მდე ნამუშევარი განთავსდა, მათ შორის იყო უცხოეთში მოღვაწე ცნობილი მხატვრებისა და ფოტოგრაფების ნამუშევრები.
ღონისძიების დასასრულს, პროექტის მონაწილეებს მადლობის სიგელები გადაეცათ.