გალერეა „იარტი“ უშგულელი მხატვრის, ფრიდონ ნიჟარაძის ფერწერულ მემკვიდრეობას მასპინძლობს.
ექსპოზიციაზე წარდგენილია ავტორის სიცოცხლის ბოლო წლებში შექმნილი 100-მდე ნამუშევარი. ფერწერულ ტილოებთან ერთად გამოფენა გრაფიკულ ნამუშევრებსაც აერთიანებს. ეს ნამუშევრები სვანეთში, ავტორის სახლში ინახებოდა და დამთვალიერებლის წინაშე ასეთი მასშტაბით პირველად გამოიფინა. ექსპოზიცია გალერეა „იარტში“ 16 დეკემბრამდე დარჩება.