ისტორიის მუზეუმი ფრიდონ ნიჟარაძის ნამუშევრების გამოფენას უმასპინძლებს

08:26, 01.11.2019

თბილისის ისტორიის მუზეუმი,  უშგულელი მხატვრის, ფრიდონ ნიჟარაძის პერსონალურ გამოფენას უმასპინძლებს.

ექსპოზიციაზე მხატვრის 40-მდე ფერწერულ ნამუშევარს წარმოადგენენ. ფრიდონ ნიჟარაძის ნამუშევრებით  სხვადასხვა დროს არა ერთი ცნობილი ქართული თუ უცხოური გამოცემა დაინტერესდა, თუმცა მხატვრისთვის ეს პირველი პერსონალური გამოფენა იქნება.

ავტორი: გვანცა გიორგაძე.

ახალი დღე

მსგავსი