ოდესიდან შემოტანილი ტვირთი – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გაშიფრული დანაშაულებრივი სქემა და რეზონანსული საქმე უკვე მეორე დღეა შეფასებების თემაა პოლიტიკურ სპექტრში. საუბარია მანქანის ნაწილებში დამალულ ასაფეთქებელ მოწყობილობებსა და ნივთიერებებზე, რომლებიც სუს-ის განცხადებით, უკრაინის ქალაქ ოდესიდან რუმინეთის, ბულგარეთისა და თურქეთის გავლით შემოიტანეს და რომლის გატანაც რუსეთის ქალაქ ვორონეჟში იგეგმებოდა. ერთ-ერთ მთავარ ფიგურანტად უკრაინის მოქალაქე და პარტია „ხალხის მსახურის“ წევრი, ანდრეი შარაშიძე სახელდება.
საქმეში სამი ქვეყნის, ჯამში 12 მოქალაქე ფიგურირებს.