დაკავება ტერორიზმის ბრალდებით

15:02, 26.07.2023

ტერორიზმის ბრალდებით დაკავებულ ორ პირს ბრალს დღეს წაუყენებენ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სპეციალური ოპერაცია საქართველოს ორ რეგიონში, ოთხ სხვადასხვა ადგილას ერთდროულად ჩაატარა. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია დროშები ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ სიმბოლიკით და სხვადასხვა სახის ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობა.

დაკავებულების საცხოვრებელი სახლებიდან კი საბრძოლო მასალა, ასაფეთქებელი მოწყობილობა და ფეთქებადი ნივთიერებები ამოიღეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 327-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს. აქტიური ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ საქმიანობაში ჩართული სხვა პირების გამოსავლენადაც.

მსგავსი