დაძაბული ვითარება ფრონტის ხაზზე და ცვლილებები სამხედრო მენეჯმენტში.
თანამედროვე ავიაგამანადგურებელ ეფ-16-ის ჩამოვარდნის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა საჰაერო ძალების მეთაური თანამდებობიდან გაათავისუფლა. არსებობს ეჭვი, რომ დასავლეთის მიერ გადაცემული ძვირადღირებული თვითმფრინავი არაკოორდინირებული ქმედებების შედეგად ჩამოვარდა. კიევში ამ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფენ და დასავლეთისგან დამატებით ახალი ტექნიკის გადაცემასაც ელოდებიან. ამ დროისთვის უკრაინა სამხედრო მოქმედებებს რუსეთის კურსკის ოლქში აწარმოებს, რასაც ნატოს გენერალურმა მდივანმა ლეგიტიმური და სამართლიანი უწოდა. მოსკოვში კი დასავლეთს ომის გაჭიანურებაში სდებენ ბრალს და აცხადებენ, რომ კურსკის ოლქში უკრაინელების მიერ დაკავებული ტერიტორიის გაცვლა არ მოხდება.