პოლიტიკურ სპექტრში გამოცემა „პოლიტიკოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურებიან. სტატია ევროკომისიის სპიკერზე დაყრდნობით არის დაწერილი, სადაც ვკითხულობთ: „თუ „ქართული ოცნება“ თავის ავტორიტარულ ტრაექტორიას გააგრძელებს, ყველა ვარიანტი განიხილება, მათ შორის პოტენციურად ვიზალიბერალიზაციის რეჟიმის დროებითი შეჩერება“.