გამკაცრებული რეგულაციები სამშობიაროებისთვის

ახალი რეგულაცია ამოქმედდება სამშობიარო კლინიკებისთვის.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მიღმა დარჩებიან და სახელმწიფო დაფინანსებას ვეღარ მიიღებენ ის სამედიცინო დაწესებულებები, სადაც საკეისრო კვეთის სტატისტიკა დაწესებულ ზღვარზე მაღალი იქნება. ყველა კლინიკას, პაციენტთა სირთულის მიხედვით, სხვადასხვა პროცენტული ზღვარი აქვს მინიჭებული. რეგულაციის გამკაცრების მიზეზად ქირურგიული ჩარევების საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი სახელდება. ახალ გადაწყვეტილებას წინ კიდევ ერთი სიახლე უძღოდა, რომლის მიხედვით სახელმწიფო დაფინანსების პაკეტში საკეისრო კვეთის და ფიზიოლოგიური მშობიარობის ტარიფები გაიზარდა და გათანაბრდა.