ბენზინის გაძვირებამ ქვეყანაში გაზზე მომუშავე მანქანების რაოდენობა გაზარდა, თუმცა აირბალონით აღჭურვილ სატრანსპორტო საშუალებებში უსაფრთხოების ნორმების დაცვა ამ დრომდე პრობლემად რჩება.
ავტოგაზზე გადაყვანილი მანქანების სავალდებულო ტექნიკური დათვალიერება ერთი წლის წინ დაიწყო, მაგრამ ინსპექტირების ცენტრებში შესაბამის შემოწმებას ავტომობილები ასაკის მიხედვით გადიან.
როგორც სტატისტიკური მონაცემები აჩვენებს, შემოწმებულ მანქანებში, ძირითადად, კუსტარულად დამონტაჟებული ბალონებია.