ჩამორთმეული მართვის მოწმობები

ნასვამი მძღოლებისთვის გათვალისწინებული სანქციები, სავარაუდოდ, გამკაცრდება.

ავტომობილის არაფხიზელ მდგომარეობაში განმეორებით მართვა მოქალაქეს შესაძლოა მართვის მოწმობის რამდენიმე წლით ჩამორთმევად დაუჯდეს. კანონმდებლობის კიდევ ერთხელ გადახედვის საკითხი ბოლო სტატისტიკის შემდეგაც გააქტიურდა. ოფიციალური მონაცემები აჩვენებს, რომ, შედარებით გამკაცრებული რეგულაციების მიუხედავად, მანქანის ნასვამ მდგომარეობაში მართვის მაჩვენებელი შემაშფოთებელია.

გიორგი კობერიძე არკვევდა, რა ცვლილებები მზადდება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში.