სავალუტო ბაზარზე რყევები გრძელდება. გუშინდელი შედარებითი გამყარების შემდეგ დღეს ლარი დოლართან მცირედით ისევ გაუფასურდა. კურსის სტაბილიზაციის მიზნით ეროვნული ბანკი ინტერვენციების გაგრძელებას 2021 წელსაც აპირებს. თებერვლის დასაწყისამდე ძალაში რჩება მონეტარული პოლიტიკის 8 %-ანი განაკვეთი. ცენტრალური ბანკის პროგნოზები მომავალი წლის ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით ოპტიმისტურია. პანდემიით გამოწვეული ნეგატიური ეკონომიკური ეფექტების მიუხედავად, სებ-ი 2021 წელს 5%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს.