გადაჭარბებულ ხმაურზე გამკაცრებული კანონი ძალაშია.
კანონდამრღვევ ობიექტებს და ფიზიკურ პირებს იანვრიდან გაზრდილი ჯარიმების გადახდა უწევთ. დასაშვები ზღვარის გადაჭარბების შემთხვევაში ობიექტები თუ მოქალაქეები გაფრთხილების გარეშე ჯარიმდებიან. რეგულაციების გამკაცრება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც 2017 წლიდან მიღებული კანონი არაეფექტური აღმოჩნდა. რეგულაციების დაცვას ობიექტების თუ ფიზიკური პირების ნაწილი ჯარიმების გადახდას ამჯობინებდა. შედეგად მერიაში, განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში, ასეულობით ჯარიმა შედიოდა. ზაფხულის სეზონის მოახლოებასთან ერთად თბილისის მუნიციპალური ინსპექცია კანონით დადგენილი ნორმების აღსრულების პროცესის გაძლიერებას გეგმავს.