შიდა პოლიტიკურ მღელვარებასთან ერთად მწვავეა საერთაშორისო გამოხმაურება.
საერთაშორისო ორგანიზაციები და ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორები მმართველ გუნდს კანონპროექტის გაწვევისკენ მოუწოდებენ. ყველა განცხადებაში ერთი გზავნილი იკითხება – პროექტის კანონად ქცევა საქართველოს ევროინტეგრაციის გზისგან დააშორებს და ქვეყნის ევროპული მომავალის პერსპექტივას მოკლავს. ისმის გაფრთხილებებიც. ევროპარლამენტის ბოლო რეზოლუციის შემდეგ ოპოზიციის დღის წესრიგში საერთაშორისო სანქციების მოთხოვნის საკითხი კიდევ უფრო გააქტიურდა. ხელისუფლების ოპონენტები დასავლეთს მმართველი გუნდის ლიდერების, დეპუტატების და პოლიციელების დასანქცირებას ითხოვენ. უცხოელი პარტნიორებისგან უცხოური გავლენის გამჭვირვალობის პროექტის მწვავე კრიტიკას და მოწოდებებს შანტაჟად და ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევად მიიჩნევს მმართველი პარტია. „ქართული ოცნება“ მძიმე საერთაშორისო გამოხმაურებას ამერიკაში მოქმედ „ფარას“ კანონს და უცხოურ გავლენებზე ევროკომისიის მიერ გაცემულ დირექტივას უპირისპირებს.