„გამარჯვებული საქართველოს“ ბრიფინგი

პარტია „გამარჯვებული საქართველო“ 20-21 ივნისის აქციის საქმეზე დაკავებულ ყველა მოქალაქეს პოლიტიკურ პატიმარს უწოდებს. პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ოპოზიციის წარმომადგენლებმა დაკავებულების უპირობო გათავისუფლება მოითხოვეს. „გამარჯვებული საქართველო“ საპროტესტო აქციების გაგრძელებასა და დაკავებულებისთვის იურიდიული დახმარების გაწევას გეგმავს.