გიორგი ვაშაძის განცხადება

ფასების ზრდასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა.

გიორგი ვაშაძემ მთავრობას მიმართა კითხვით, რატომ გაუსწრო თბილისმა ფასებით მსოფლიოს წამყვან ქალაქებს. ვაშაძის განმარტებით, დღეს საზოგადოებას სწორედ ეს საკითხი აღელვებს. ოპოზიციონერი დეპუტატი კორუფციაზე ლაპარაკობს და ხაზს უსვამს, რომ ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა დიდწილად შავი სქემებითაა აგებული. ფასებთან დაკავშირებით მოსახლეობასთან შეხვედრას განაგრძობს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე. ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, მოქალაქეებს დღეს აწუხებთ ფასები პირველადი მოხმარების პროდუქტებზე.