პარიზში მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღე აღნიშნეს. დღევანდელ თარიღს მაკრონის გაპრეზიდენტებიდან ორი წლისთავიც დაემთხვა.
საზეიმო ღონისძიებების გამო სამართალდამცავებმა ყვითელჟილეტიანებს საფრანგეთის დედაქალაქში საპროტესტო აქციის გამართვის უფლება არ მისცეს.
მოთხოვნის მიუხედავად მასშტაბური აქციების ორგანიზატორები ქუჩაში გასვლას მაინც გეგმავდნენ, თუმცა გეგმა ბოლო მომენტში შეცვალეს.