„გამარჯობა რუბი“

„გამარჯობა რუბი“ – მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში ცნობილი საბავშვო წიგნებით სწავლა, საქართველოშიც იგეგმება.

ფინელი პროგრამისტი, ლინდა ლიუკასი საკუთარ წიგნებში კომპიუტერული ტექნოლოგიების საფუძვლებს და პროგრამირებას სახალისო თამაშებით ხსნის და ამ გზით ბავშვებს კომპიუტერის საფუძვლების დაუფლებას უმარტივებს. მსოფლიოს არაერთ ენაზე ნათარგმნი „გამარჯობა რუბი“ ქართულადაც ითარგმნა და სპეციალური საგაკვეთილო სქემა მომზადდა.

ახალი სასწავლო სეზონიდან საპილოტე პროექტი ხუთ სკოლაში ამოქმედდება.