წიგნის პრეზენტაცია

საქართველოს პირველი არხის შენობაში, საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლის, იზა ნადარეიშვილის ილუსტრაციებით გაფორმებული საბავშვო წიგნების პრეზენტაცია გაიმართა.

საბავშვო წიგნების სერიაში „ბავშვობის თანამგზავრები“ ილუსტრატორის მიერ ორი წიგნია გაფორმებული: „სიხარულის ჯაჭვი“ და „თავისუფლება ფერთა ხვედრია“. წიგნები გამომცემლობა სეზანმა გამოსცა. პრეზენტაციის პარალელურად, სხვადასხვა გამოცემის გამოფენა მოეწყო. თანამშრომლებისთვის კი სერიიდან, „ბავშვობის თანამგზავრები“, 100 წიგნი გათამაშდა.

დატოვე კომენტარი