საზოგადოებისთვის დღემდე უცნობი უნიკალური ხელნაწერები, რომლებიც გალაკტიონის შემოქმედებას აცოცხლებს.
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის არქივში დაცული ისტორიული მასალები მალე დამთვალიერებლისთვისაც ხელმისაწვდომი იქნება. პოეტიც 130 წლის იუბილის აღსანიშნავად ექსპოზიცია მზადდება, სადაც გალაკტიონის ხელნაწერ ლექსებთან ერთად მისი პირადი ჩანაწერები და მის მიერვე შესრულებული ილუსტრაციებიც გამოიფინება.
გალაკტიონ ტაბიძის ნამუშევრების არქივი ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა კერძო პირისგან შეისყიდა. გამოფენა პოეტის სამუშაო პროცესს ასახავს. ექსპოზიციაზე გამოტანილ 62 ფურცელზე კარგად ჩანს, როგორ მუშაობდა ის თითოეულ ლექსსა და რითმაზე.
გალაკტიონის 130 წლისადმი მიძღვნილი გამოფენის ნახვას დამთვალიერებელი 18 ნოემბრიდან შეძლებს.