თბილისში გახსნილ ახალ კულტურულ-საგანმანათლებლო სივრცეს კიდევ ერთი გალა-კონცერტი ეძღვნება.
ოპერისა და ბალეტის თეატრში სახვითი ხელოვნების მუზეუმის გახსნისადმი მიძღვნილი ღონისძიებების დასკვნითი საღამო მიმდინარეობს. კონცერტს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული გალერისტები, კოლექციონერები და მხატვრები ესწრებიან. სწორედ მათთვის დაგეგმა მუზეუმის დამფუძნებელმა რამდენიმედღიანი კულტურული პროგრამა.
მარიკა შალიკაშვილს ვრთავთ ოპერის და ბალეტის თეატრიდან.