შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო პერიოდში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 11 პირი დააკავა. დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების მომზადების, მარიხუანას უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების, გასაღების მცდელობის, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანისა და კულტივირების ფაქტებზე დაკავებულები არიან როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.