ფოთში, ოთხმა საჯარო მოხელემ თანამდებობები დატოვა – „ქართული ოცნებიდან“ ისინი გიორგი გახარიას გუნდში გადავიდნენ. მათი განცხადებით, მუდმივი რადიკალიზმი და პოლარიზება როგორც ქვეყნის, ისე ქალაქის განვითარებას უშლის ხელს. გადაწყვეტილებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები გამოეხმაურნენ.