„თბილისი კორუფციის გარეშე“- პარტია „გახარია საქართველოსთვის“ საკრებულოს დეპუტატებმა მოსახლეობას შესრულებული საქმიანობის ანგარიში წარუდგინეს. შეხვედრა საკრებულოში გაიმართა, სადაც საქმიანობის შეჯამებასთან ერთად, სამომავლო გეგმებსა და მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე ისაუბრეს.