კოალიცია „ძლიერი საქართველო“ „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესულ ცვლილებებს ეხმაურება. მათი განმარტებით, აღნიშნული ცვლილებები ზღუდავს აზრის გამოხატვის თავისუფლებას და ეწინააღმდეგება შეკრებისა და მანიფესტაციის წესს. გარდა ამისა, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების განმარტებით, კანონმდებლობა წინააღმდეგობაში მოდის და არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტით გათვალისწინებულ ნორმებს.