პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლების განცხადებით, სენაკში მათი პარტიის წევრს, რომელიც პედაგოგია, სკოლაში პოლიტიკური ნიშნით დევნიან.
როგორც ნათია მეზვრიშვილი განმარტავს, „გახარია საქართველოსთვის“ წევრზე სკოლის დირექტორის მხრიდან ზეწოლა განხორციელდა და მას აიძულებენ დატოვოს მასწავლებლის პოზიცია. პარტიაში ასევე აღნიშნავენ, რომ ეს პოლიტიკური ნიშნით დევნის პირველი შემთხვევა არ არის, რაზეც პასუხისმგებლობას „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს აკისრებენ.