გიორგი გახარიას გუნდის წევრები „ქართული ოცნების“ მხრიდან პოლიტიკურ დევნაზე საუბრობენ. ანა ბუჩუკურის თქმით, მათ მხარდამჭერებსა და ოჯახის წევრებზე ზეწოლა გრძელდება. მისი ინფორმაციით, ხობისა და სენაკის შემდეგ, ტყიბულის მე-6 სკოლის დირექტორის მოადგილე ნანა ამბროლაძე შვილის – მაკა შარვაძის პოლიტიკური საქმიანობისა და „გახარია საქართველოსთვის“ გუნდის წევრობის გამო, დირექტორის მოადგილეობიდან გაათავისუფლეს.
მისი ინფორმაციით, შარვაძეს გადაწყვეტილება სკოლის ახალმა დირექტორმა, მაკა გაბელაშვილმა გააცნო, რომელიც იმავდროულად „ოცნებამ“ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ დანიშნა. მაკა გაბელაშვილი მანამდე „ნაცმოძრაობის“ კომისიის თავმჯდომარე იყო.