„გაიცანი საქართველოს” ფარგლებში, ჟურნალისტებს გურიაში უმასპინძლეს

„გაიცანი საქართველოს” ფარგლებში, ჟურნალისტებს ამჯერად გურიაში უმასპინძლეს. ორდღიანი ტური ლანჩხუთს და ჩოხატაურს მოიცავდა.

ტურის ღირსშესანიშნაობა მდინარე ფშორისა და პალიასტომის ტბის შესართავი იყო. ადგილამდე ჟურნალისტები ნავებით მივიდნენ. ტურისტებისთვის იქ სპეციალურად შექმნილი სივრცეა, მაგიდებით და კოცონისთვის გამოყოფილი ადგილით.

მედიის წარმომადგნელებმა გურული მწერლების – ეგნატე ნინოშვილის და ნოდარ დუმბაძის სახლ-მუზეუმები მოინახულეს. კიდევ ერთი ადგილი, რომელიც მედიის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს, შეკვეთილში მინიატურების პარკია, სადაც საქართველოს ყველა კუთხის ღირსშესანიშნაობას ერთ სივრცეში შეხვდებით.

„გაიცანი საქართველოს”ტურიზმის ადმინისტრაცია უკვე მესამე წელია ახორციელებს და მისი მიზანი, შიდა ტურიზმის განვითარებაა.