გაფანტული სკლეროზის დიაგნოზის მქონე მოქალაქეების დიდი ნაწილი სახელმწიფო პროგრამის მიღმა რჩება.
ბიუჯეტიდან მხოლოდ დედაქალაქსა და აჭარაში მცხოვრები პაციენტები ფინანსდებიან. საჭირო სერვისებისა და წამლების ხარჯებს მათ მთლიანად ადგილობრივი მუნიციპალიტეტები უნაზღაურებენ. სხვა ქალაქებსა და რეგიონებში კი მითითებული პროგრამა ამ დრომდე არ მოქმედებს, რის გამოც შესაბამისი დიაგნოზის მქონე პირთა უმრავლესობა ვერ მკურნალობს. მედიკამენტების და სერვისების ფასი საკმაოდ მაღალია. პრობლემას კიდევ უფრო ამძიმებს ის გარემოება, რომ მკურნალობის გარეშე დაავადება სწრაფად პროგრესირებს და მძიმე შედეგებს იწვევს.