გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი საქართველოში

დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერა საქართველოს. ქვეყნების სტრატეგიული პარტნიორობა და სამომავლო თამაშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობა – ამ მიმართულებებზე იმსჯელეს გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა და ირაკლი ღარიბაშვილმა. განიხილეს „უორდროპის სტრატეგიული დიალოგი“, რომელიც ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის მთელ სპექტრს მოიცავს. ხაზი გაესვა სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის პოტენციალის სრულად ათვისების მნიშვნელობას. მთავრობის მეთაურმა ჯეიმს კლევერლის გაერთიანებული სამეფოს მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის, ასევე სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებისა და დემოკრატიული განვითარების საქმეში მისი წვლილისთვის, მადლობა გადაუხადა. იმსჯელეს რეგიონსა და მსოფლიოში არსებული უსაფრთხოების გარემოსა და გამოწვევებზე. ხაზი გაესვა შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების განმტკიცებაში საქართველოს მნიშვნელოვან როლს.