ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე გაერთიანებული ოპოზიციის აქცია იწყება.
აქციის მონაწილეთა მთავარი მოთხოვნა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა და უახლოეს პერიოდში პროპორციულ სისტემაზე გადასვლაა.
პარლამენტის შენობის წინ მოწყობილია სცენა, საიდანაც ოპოზიციის წარმომადგენლები და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები შეკრებილებს სიტყვით მიმართავენ.